გელათის ტაძრის ფრესკა |
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
წმიდა მეფემ დიდგორის
გადამწყვეტი ომის დროს ჯარისკაცებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ქრისტეს მეომრებო, თუ
ღვთის სარწმუნოების დასაცავად თავდადებულად ვიბრძოლებთ, არა მარტო ეშმაკის უამრავ მიმდევრებს,
არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ: ჩვენ ყველამ ხელები
ცისკენ აღვმართოთ და ძლიერ
ღმერთს პირობა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის
ამ ბრძოლის
ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით...“
დიდგორის ბრძოლაში
წმიდა დიდმოწამე გიორგი მართლაც, თვალხილულად ეხმარებოდა ქართველთა ჯარს. ბრძოლა ქართველთა
დიდებული გამარჯვებით დასრულდა.
მიუხედავად ძალიან
ბევრი წარმატებისა, დავით მეფე ამპარტავანი არ გამხდარა. იგი საოცრად თავმდაბალი იყო.
წმიდა მეფე ძალიან ბევრს კითხულობდა. ერთ წელიწადს მარტო საქმე მოციქულთა 24-ჯერ წაიკითხა.
სიკვდილამდე განუშორებლად ატარებდა უფლისა და სამშობლოს სიყვარულს. მეფე დავითი
1125 წელს გარდაიცვალა. იგი ქუთაისში, გელათის მონასტერში დაკრძალეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა
ეკლესიამ მეფე დავითი წმიდანად შერაცხა და აღმაშენებელი უწოდა. წმიდა მეფეს ეკლესია
8 თებერვალს იხსენიებს.
მეფე დემეტრეს მეუღლე
მთელს საქართველოში გამოირჩეოდა გონიერებით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშვილობითა
და განათლებით. ამიტომ მან თავისი ვაჟი ჩინებულად აღზარდა. პატარა გიორგიში მშობლების
საუკეთესო და იშვიათმა ღირსებებმა იჩინა თავი.
წმიდა მეფე თამარი
თამარ მეფე ღვთისმოყვარეობითა
და ძალიან კეთილი გულით გამოირჩეოდა. ძლიერ ებრალებოდა ყოველი ღარიბი და გაჭირვებული
და მათთვის მოწყალების გასაცემად მუდამ მზად იყო. მისი სასახლის კარიდან შეუწევნელად
არც ერთი გლახა არ ბრუნდებოდა.
ერთხელ თამარ მეფე წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. ამ დროს მოახსენეს, რომ სასახლესთან ერთი მოხუცი დედაკაცი მოწყალებას ითხოვდა.
თამარმა უბრძანა,
რომ მოხუცს ცოტა ხანს მოეცადა. წირვაზე წასასვლელად
გასული კი, თავად მისცემდა მოწყალებას. თამარს მორთვამ უწინდელზე მეტი დრო წაართვა,
განსაკუთრებით ძვირფასი ლალის სამკაულის გაკეთებამ დააგვიანა. წირვაზე წასასვლელად
გამოსულ თამარს კი მოხუცი დედაკაცი სასახლის კართან აღარ დახვდა. წმიდა მეფე ძალიან
შეწუხდა თავის მორთვას ამდენი დრო, რომ მოანდომა.
ტაძარში მიბრძანებული თამარი
მთელი წირვის განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობდა. წირვის ბოლოს კი მოწიწებით ემთხვია
ჯვარს. შემდეგ ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, მოიხსნა ლალის სამკაული, ღვთისმშობელს შესწირა
და თქვა: მე არ ვარ ღირსი ამ ძვირფასი სამკაულის, რადგან მან დღეს კეთილი საქმის გაკეთებაში,
მაცხოვრის მცნების აღსრულებაში ხელი შემიშალა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მფარველობა
წმიდა მეფე თამარის
ძეს, ლაშას გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ძე - დავითი დარჩა. იგი რუსუდანის ძესთან
ერთად მონღოლთა სულთანს ჰყავდა მძევლად. ბოროტი ენების მიტანით სულთანი განრისხდა დავითზე
და მისი სიკვდილით დასჯა გადაწვიტა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი |
ყრმა დავითი შეიპყრეს
და დიდხანს ტანჯეს, რომ ცილისწამება ეღიარებინა. დავითი ამაოდ ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას.
სულთანს თითქოს ცოტა მოულბა გული და ბრძანა, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, დავითი ზღვაში
გადაეგდოთ. მან მენავეებს მოუხმო და დავითი გაატანა.
მენავეებმა სულთნის
ბრძანების აღსასრულებლად დავითი ნავში ჩასვეს და ზღვის სიღრმეში გაიყვანეს. მეფისწულმა
მენავეებს სთხოვა, ლოცვისთვის დრო მიეცათ. ისინიც დათანხმდნენ. დავითმა უბიდან ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის
ვედრება იყო გამოსახული. დავითმა გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა დედა ღვთისმშობლის წინაშე.
მას შეავედრა თავისი სული, როგორც ობოლთა მეოხსა და ნუგეშინისმცემელს. იგი მხოლოდ ერთს
სთხოვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს - იმქვეყნად განსჯის დროს შესწეოდა და სატანჯველისაგან
დაეხსნა.
დავითმა მთელი გულით
ილოცა; მენავეებმა ზღვაში გადაგდების წინ ყველაფერი ჩამოართვეს. მეფისწულმა ტირილით
სთხოვა, მხოლოდ ხატი დაებრუნებინათ მისთვის. მენავეებმა თხოვნა შეუსრულეს. ერთმა მენავემ
კი ფიცარიც მისცა, რომელსაც დავითი ხელით ჩაეჭიდა. ქარმა დაუბერა და დავითი მენავეთა
თვალთაგან მიეფარა.
ძლიერმა ღელვამ
მეფისწული სწრაფად გამორიყა ნაპირზე, იქ კი ვიღაც ვაჭარმა დაინახა და გადაარჩინა. ნაპირზე
გამოყვანილი დავითი შემოსეს, საჭმელი მისცეს, ნუგეში სცეს. შემდეგ კი ვაჭარი მისი ზღვაში
ჩაგდების ამბით დაინტერესდა. მან, როდესაც გაიგო ვინ იყო დავითი, ძალიან გაიხარა, შინ
წაიყვანა და შესაფერისი პატივი მიაგო. დავითი ვაჭრის ოჯახში ექვსი თვე დარჩა.
ასე იხსნა სიკვდილისგან ქართველი
მეფისწული დავითი დედა ღვთისმშობლის ხატის წინაშე გულმხურვალე ლოცვამ.
გიორგი ბრწყინვალე
წმიდა დემეტრე მეფეს
მონღოლთა ურდოში წასვლა მოუწია. მისი მეუღლე ნათელა კი თავის ჩვილ ვაჟთან ერთად ახალციხის
გზას დაადგა. იგი თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან მიისწრაფოდა, რათა მყუდროებაში
უშიშრად აღეზარდა პატარა გიორგი.
გიორგი, როგორც
კი სრულწლოვანი გახდა, მამის ტახტზე ავიდა და ბრძნულად დაიწყო სამეფოს მართვა. თავდაპირველად
მან ოსები გააძევა, რომლებიც მისი მცირეწლოვანების დროს მთებიდან შემოესივნენ ქართლს,
შეუდგა თავგასული ერისთავების ალაგმვას; ზოგს თანამდებობა ჩამოართვა; ზოგი უფრო აბეზარი
და ბოროტი სიკვდილით დასაჯა. მათ ადგილას კი ერთგული, ნიჭიერი და სამშობლოსთვის თავდადებული
ქართველები დანიშნა. სასულიერო საქმეებიც უკეთ მოაწყო, უღირსნი გადააყენა და მათ ადგილზე
ღირსეულნი დანიშნა. მეფე გიორგიმ თავის სამეფოში წესრიგი დაამყარა. იგი საქართველოს
ერთიანობის აღდგენას შეუდგა. მან გააერთიანა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. კვლავ
გაძლიერდა ქვეყანა.
მეფე გიორგიმ ამის
შემდეგ მონღოლებზე გაილაშქრა, რამდენჯერმე დაამარცხა ისინი, საქართველო გაათავისუფლა
მათგან და ქართველ ერს სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა. მან შემოიერთა სხვადასხვა ქვეყნები.
მთელი აქეთი კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გიორგი მეფის საბრძანებელი გახდა.
ღვთის ნებით, აღსდგა საქართველო და დიდებით შეიმოსა.
გიორგი მეფემ შეადგინა
კანონები, რომელსაც „ძეგლის-დება“ უწოდა. ეს იყო კანონები ქვეყნის მართვისა და გამგეობის,
წმიდა ზნეობის, ქვეყნის სამსახურის. მან ეს კრებული ქვეშევრდომთათვის სახელმძღვანელოდ
გამოსცა.
ასეთი სიბრძნითა და სიძლიერით
მართავდა გიორგი მეფე საქართველოს 28 წლის მანძილზე. სწორედ იმდენ ხანს, რამდენიც იმეფა
წმიდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა. მადლიერმა ერმა გიორგი მეფეს ბრწყინვალე უწოდა.
დღესაც ამ დიდებულ მეფეს გიორგი ბრწყინვალის სახელით მოიხსენიებენ.
წმიდა მოწამე აშოტ დიდი
კურაპალატი
ეს ამბავი მერვე
საუკუნის ბოლოს მოხდა. ამ პერიოდში საქართველო დაუძლურებული
და დანაწევრებული იყო.
ყველაფერს არაბი დამპყრობლები განაგებებდნენ, ხალხს მტრისგან თავის დაღწევის იმედი
გადაწურული ჰქონდა. საქართველოში ამ უიმედობის ჟამს, ქართლში ახალი ერისმთავარი - აშოტ
კურაპალატი გამეფდა. იგი კეთილმორწმუნე, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი აღმოჩნდა.
წმიდა ერისმთავარმა როგორც კი მმართველობა ჩაიბარა, მაშინვე საქართველოს გაერთიანებაზე
დაიწყო ზრუნვა. მას სურდა საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ექცია. აშოტ მეფე შეებრძოლა
მტერს. იმ პერიოდში უკვე არაბთა სახელმწიფოც დასუსტებული იყო. ამიტომ აშოტ კურაპალატმა
იოლად განდევნა მტერი თბილისიდან.
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი |
სამი წლის შემდეგ
კი არაბთა ხალიფას სამეფო ტახტზე ახალი ამირა ავიდა. არაბები ისევ გაძლიერდნენ და სასტიკი
ბრძოლა გამოუცხადეს აშოტ მეფეს. ერისმთავარმა მტერს წინააღდეგობა ვეღარ გაუწია და იძულებული
გახდა ქართლი დაეტოვებინა.
აშოტ კურაპალატი
საბერძნეთისკენ გაემართა. გზად კი ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან შეჩერდა დასასვენებლად.
სწორედ ამ დროს მას მტერი თავს დაესხა. მიუხედავად იმისა, რომ ერისმთავარს მცირერიცხოვანი
ლაშქარი ჰყავდა, უფლის შეწევნით, მან მტრის დამარცხება შეძლო. წმიდა ერისმთავარმა გადაწყვიტა,
უფლის ამ დიდი წყალობისთვის, ქვეყნიდან აღარ წასულიყო. იგი საქართველოში, კერძოდ კი
კლარჯეთში დარჩა და იქედან დაიწყო ზრუნვა საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებაზე.
ამ დროს კლარჯეთი და მთელი სამხრეთ საქართველო არაბი დამპყრობლებისგან აოხრებულ-გაჩანაგებული
იყო. ხალხი დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა.
არტანუჯის ციხე, ტაო-კლარჯეთი |
კეთილმორწმუნე მეფე
მაშინვე შეუდგა სამხრეთ საქართველოს განახლებას. მან გააშენა და აღადგინა სოფლები და
დაბები, ეხმარებოდა აქაურ მოსახლეობას. აშოტ კურაპალატმა აგრეთვე აღადგინა წმიდა მეფე
ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული არტანუჯის ციხე, რომელიც უსჯულო მურვან-ყრუმ დაანგრია.
კურაპალატმა იქაურობა კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა და წმიდა მოციქულთა
პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი ააგო.
უფალი ხედავდა ერისმთავრის
რწმენასა და თავდადებას და მუდამ შეეწეოდა მას. წმიდა აშოტი არა მარტო სახელწმიფოს
სიძლიერეს აქცევდა ყურადღებას, არამედ იგი ღვთისმოშიში და მართლმორწმუნე ადამიანიც
იყო.
წმიდა გრიგოლ ხანძთელი |
გაძლიერებულმა აშოტ
კურაპალატმა გადაწყვიტა, კვლავ დაებრუნებინა ქართლი და ამისთვის არაბებთან ხელახალი
ბრძოლა წამოიწყო. თუმცა ახალი ხალიფას გამეფებით არაბები ისევ გაძლიერებულნი იყვნენ.
მათ სომხეთი დაიპყრეს და მალე ქართლისა და ჰერეთისკენ დაიძრნენ. უშიშარი მეფე საბრძოლველად
მოემზადა და ლაშქრის შეკრება ბრძანა, მაგრამ მტერმა თავდასხმა დაასწრო. აშოტი გაიქცა,
მას ლაშქრის შეკრების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ დროს მოღალატეებმა დრო იხელთეს და მეფე
მოატყუეს. მარტო დარჩენილმა მოტყუებულმა მეფემ ტაძრის საკურთხეველს შეაფარა თავი. მას
ეგონა, აქ ვერ გაბედავდნენ მის მოკვლას. ეშმაკისგან დაბრმავებული და გაბოროტებული მოღალატეები
კი არც ღვთის სახლს მოერიდნენ, იქაც შეიჭრნენ და მეფე მახვილით საკურთხეველში მოკლეს.
საყვარელი მეფის
სიკვდილი ქართველებმა მტრებს არ აპატიეს, მკვლელებს დაედევნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
პირველი ბაგრატიონი ხელმწიფის სხეული მის მიერვე აშენებულ წმიდა მოციქულთა პეტრესა
და პავლეს სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მოწამეობრივად აღსრულებული მეფე სულ მალე საქართველოს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და მის ხსენებას 11 თებერვალს (ახ. სტ.)
აღნიშნავს.